შინაარსზე გადასვლა

Z8 GND 5296

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
z8_GND_5296
გალაქტიკა
აღმოჩენის ისტორია
აღმოჩენის თარიღი 2013
დაკვირვების მონაცემები
(ეპოქა )
თანავარსკვლავედი დიდი დათვის თანავარსკვლავედი
პირდაპირი ასვლა 12სთ 36წთ 37,90წმ
დახრილობა ±62° 18′ 08,5″
მახასიათებლები
ტიპი ჯუჯა გალაქტიკა
წითელი წანაცვლება 7,51
მანძილი 13,1 სინ. წელი
(სინათლის მიერ განვლილი მანძილი)
~30 მილიარდი სინ. წელი
(ამჟამინდელი მდებარეობა)
მასა 1.0±0.2x109 m


z8_GND_52962013 წლის ოქტომბერში აღმოჩენილი ჯუჯა გალაქტიკა,[1] რომელსაც წყალბადის ლაიმან-ალფას გამოსხივების ხაზით ყველაზე დადასტურებული ყველაზე მაღალი წითელი წანაცვლება აქვს,[2] რის გამოც ის ყველაზე ხნიერი და შორეული გალაქტიკაა ცნობილთა შორის 13,1 მილიარდი სინათლის წელიწადის (4x109 პარსეკი) მოშორებით დედამიწიდან.[3][4] ის „დაიზმირება, როგორიც დიდი აფეთქებიდან სულ რაღაც 700 მილიონი წლის შემდეგ იყო [...], როდესაც სამყარო მისი დღევანდელი 13,8 მილიარდი წლის ასაკის 5% იყო“.[5] ამ გალაქტიკის წითელი წანაცვლებაა 7,51 და ის მეზობელია იმ გალაქტიკისა, რომელიც მეორე ყველაზე შორეული გალაქტიკაა 7,2 წითელი წანაცვლებით. გალაქტიკა მის დაკვირვებად დროში ვარსკვლავებს ფენომენალური ტემპით წარმოქმნიდა — 330 მზე წელიწადში.[2]

z8_GND_5296-დან წამოსული სინათლე, რომელიც დედამიწამდე აღწევს, 13 მილიარდი წლის წინამდელ მდებარეობას გვიჩვენებს, ანუ 13 მილიარდი სინათლის წელიწადზე მეტი დაფარა. სამყაროს გაფართოების გამო ეს მდებარეობა ამჟამად დაახლოებით 30 მილიარდი სინათლის წელიწადია (9,2 გიგაპარსეკი) დედამიწადან.[6]

  1. Kim, Meeri (23 October 2013). „Newly identified galaxy is the most distant ever confirmed“. The Washington Post. ციტირების თარიღი: 22 October 2014.
  2. 2.0 2.1 Finkelstein, S. L.; Papovich, C.; Dickinson, M.; Song, M.; Tilvi, V.; et al. (2013). „A galaxy rapidly forming stars 700 million years after the Big Bang at redshift 7.51“. Nature. 502 (7472): 524–527. arXiv:1310.6031. Bibcode:2013Natur.502..524F. doi:10.1038/nature12657.
  3. Shukla, Mihir (26 October 2013). „Farthest galaxy ever seen discovered by UT researchers“. The Horn. დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 ოქტომბერი 2013. ციტირების თარიღი: 30 October 2013.
  4. Francis, Matthew (23 October 2013). „Taking Measure: A 'New' Most Distant Galaxy“. Universe Today. ციტირების თარიღი: 30 October 2013.
  5. Johnson, Rebecca (23 October 2013). „Texas Astronomer Discovers Most Distant Known Galaxy“ (პრეს-რელიზი). University of Texas at Austin.
  6. Morelle, Rebecca (23 October 2013). „New galaxy 'most distant' yet discovered“. BBC News. ციტირების თარიღი: 24 October 2013.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Z8_GND_5296&oldid=4137165“-დან